17:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 13:16:21, 2361 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა, მათ შორის 44 ბავშვია

კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-ს მიაღწია, აქედან 44 ბავშვია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მეწყერი გამოიწვია.

რამდენიმე დასახლება მთლიანად განადგურდა. განსაკუთრებით ქალაქი მოკოა დაზარალდა. სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა. დაკარგულ ადგილობრივებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გარემოსდამცველთა განცხადებით, კოლუმბიაში ძლიერი წვიმა ხშირია, მაგრამ ამჯერად ერთი თვის ნალექი ერთ დღეში მოვიდა, რაც უჩვეულო იყო.

აღნიშნულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა. პანტიფიკოსმა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. 

როგორც მედია წერს, სამძებრო სამუშაოებში 1000-მდე სამხედროა ჩართული. მაშველების თქმით, სამძებრო სამუშაოების წარმოება უამინდობის გამო რთულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics