|
2017-03-31 16:51:44, 2254 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი: ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, "რუსეთის აგრესიისთვის" წინააღმდეგობის გაწევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე განაცხადა. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ნომერ პირველი ამოცანა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა და ტერორიზმზე გამარჯვებაა. „ამოცანების სიის პირველ ნომრად „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ვინაიდან ის საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. მაგრამ, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს. იმ აგრესიის, რომელსაც რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, - დასძინა რექს ტილერსონმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ნატო-ს თავდაცვით ბიუჯეტში მშპ-ის 2% უნდა გამოყონ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინაროებს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მასპინძლობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნულ შეხვედრას პირველად ესწრება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)