14:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:55:11, 2175 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დალია გრიბაუსკაიტე: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ნატო-ს წევრი გახდეს

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, 

ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

გრიბაუსკაიტეს განმარტებით, ლიტვა მზად არის, საქართველოს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

"ჩვენ გვაწუხებს მთელი რიგი საკითხები, როდესაც საქმე შეეხება პრესის თავისუფლებას. მინდა, გითხრათ, რომ ევროპა ძალიან მჭიდროდ აკვირდება პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ თვალსაზრისით ამ სფეროში შეიძლება, იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

დალია გრიბაუსკაიტემ ასევე საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებაზე ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ყველამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია უკეთ გაიგოს, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველო და თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია, წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე და დავეხმაროთ საქართველოს“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics