|
2017-03-30 14:56:16, 2472 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ირაკლი ასლანიშვილი: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, კონსტიტუციაში 94-ე მუხლი იგივე ფორმულირებით დარჩეს
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, მათთვის კონსტიტუციაში ყველაზე საინტერესო რეფერენდუმის საკითხია. კერძოდ, ასლანიშვილის განმარტებით, ბიზნესსექტორის პრინციპული პოზიციაა, კონსტიტუციაში დარჩეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, გადასახადების გაზრდა, ან ახალი გადასახადების შემოღება, რეფერენდუმის გარეშე არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, კონსტიტუციაში აღნიშნული მუხლის არსებობა პირდაპირ მოქმედებს უცხოურ ინვესტიციებზე და ეკონომიკურ ზრდაზე. „ჩვენთვის მნიშნელოვანია 94-ე მუხლის არსებობა კონსტიტუციაში, რომელიც თავისუფლების აქტთან არის დაკავშირებული. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია პრინციპულია და ვთვლით, რომ აღნიშნული მუხლი უნდა დარჩეს კონსტიტუციაში იგივე ფორმულირებით, რომ გადასახადების გაზრდა, ან ახალი გადასახადების შემოღება, არ უნდა მოხდეს რეფერენდუმის გარეშე. ამ მუხლის დარჩენა მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის. კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა პირდაპირ მოქმედებს უცხოურ ინვესტიციებზე, ადგილობრივი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე, ინვესტიციებთან მიმართებაში ჰქმნის სტაბილურობის აღქმას კერძო სექტორში, რაც მნიშნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის“,-განაცხადა ასლანიშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია მათ პოზიციასთან თანხვედრაშია. ასლანიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ბევრი პოზიტიური ცვლილება ხდება, რასაც კერძო სექტორი აფასებს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ თავისუფლების აქტის არსებობაა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)