|
2017-03-30 12:33:03, 2490 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, - ამის შესახებ TVN-24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკითხვა 19 აპრილს უნდა ჩატარდეს. დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საქმე პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობას ეხება. არსებული ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დაკითხვაზე მისვლას აპირებს. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დონალდ ტუსკისგან ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღიათ. ცნობისთვის, პოლიტიკოსი დაკითხვაზე 15 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების გამო ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანოში მისვლა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)