|
2017-03-29 13:46:06, 2093 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აპრილის ბოლოს კონკრეტული დოკუმენტი მომზადდება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს
„აპრილის ბოლოს მომზადდება უკვე კონკრეტული დოკუმენტი და ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილია ყველა კვალიფიციური პარტია და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. „კომისიაში არის წარმოდგენილი 73 წევრი, მათ შორის ყველა კვალიფიციური პარტია, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არამარტო ჩვენ მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიის პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის მიხედვით, აპრილის ბოლოს მომზადდება უკვე კონკრეტული დოკუმენტი და ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. კვალიფიციურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი უკვე ასახულია პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)