08:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 11:39:07, 1222 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 31 მარტსა და 1 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 31 მარტსა და 1 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დღეს დედაქალაქ თბილისში +11 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 მარტს +18 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს ხანმოკლე წვიმას და +14 გრადუსს პროგნოზირებენ.შაბათს, 1 აპრილს, +10 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +16 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 30 მარტს +19 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს ხანმოკლე წვიმასა და +21 გრადუს სითბოს პროგნოზრიებენ. ხანმოკლე წვიმაა ასევე ნავარაუდევი  1 აპრილსაც.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29 მარტს +11 გრადუსი იქნება, 30 მარტს +19 გრადუსი, 31 მარტს ზოგგან ხანმოკლე წვიმა და +17 გრადუსი იქნება, 1 აპრილს ზოგგან იწვიმებს და +9 გრადუსი სითბ ო დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, 29 მარტს  +3 გრდუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 მარტს +15 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს +15, ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, 1 აპრილს ასევე თოვლჭყაპს ვარაუდობენ, ხოლო ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში 29 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, 30 მარტს +24 გრადუსია მოსალოდნელი, 31 მარტს ზოგგან იწვიმებს და +18 გრადუსი სითბო იქნება, ასევე ზოგგან იწვიმებს და +15 გრადუსი იქნება 1 აპრილსაც.

დასავლეთ საქარველოს მთიან რაიონებს რაც შეეხება, დღეს შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, 30 მარტს +20 გრადუსი იქნება, 31 მარტს +15 გრადუსი და  ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 1 აპრილს ზოგგან იწვიმებს და ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics