22:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 20:03:51, 2189 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა

დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, ეს იყო გრძელი გზა და მღებულმა შედეგმა კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო და ევროკავშირი. 

„ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა. ეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა. 

მან აქვე აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება განიხილეს. ასევე, მედიაპლურაზმიც.

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის დახმარების გაწევას. ჩვენ ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება მედია პლურალიზმის საკითხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის გათვალისწინებით. ევროკავშირი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics