21:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:41:00, 2285 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო: საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის

საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზა, იმისათვის, რომ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურონ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

საბჭოს გამოხმაურებას თან ახლავს ვიდეორგოლი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს.

"დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტისათვის ვიზა აღარ დასჭირდებათ. მადლობა ახალ რეგულაციას, რომელიც დღეს შევიდა ძალაში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში-შენგენის ზონაში, უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ხელი ევროკავშირმა 2 მარტს მოაწერა, ხოლო 8 მარტს შესაბამისი საბუთი ევროპარლამენტის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. იქამდე, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics