09:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 10:26:23, 2301 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროცესი გაიმართება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. სახელმწიფო ბრალდება მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის  1 თვით გადადებას მოითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებას ასახელებს. წინასასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 5 აპრილს იყო ჩანიშნული. თავის მხრივ, დაცვის მხარე  დღევანდელ პროცესზე მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების- პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics