|
2017-03-24 18:29:21, 2495 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო
საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციებმა Efma და SAP თიბისი ბანკის მობაილბანკი საუკეთესოდ დაასახელეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თიბისი ბანკის მობაილბანკმა მეორე ადგილი ბაზრისა და მედიის მხრიდან აღიარებისთვის მოიპოვა, როგორც საუკეთესო მობაილბანკი IOS და Android აპლიკაციებისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის მობაილბანკს Efma-სა და SAP-ის სპეციალური პრიზიც გადაეცა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა Efma და SAP დაჯილდოება ერთობლივად წელს პირველად გამართეს. მობაილაპლიკაციების კონკურსში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით 42 ინსიტუტის 43 აპლიკაცია იღებდა. გადაწყვეტილება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა მიიღეს, რომელთა შემადგენლობაში ბანკირები, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ჟიურის წევრებს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეტესტათ და შეეფასებინათ ფინანსური ინსტიტუტების ბიზნესაპლიკაციები. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტების მობაილბანკი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ფუნქციონალი, დიზაინი, მომხმარებლის კმაყოფილება და მობაილბანკის პოტენციალი. Efma საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა 1971 წელს დაარსეს. ორგანიზაცია ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს აწვდის ინდუსტრიის შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ტრანსფორმაციაში ეხმარება. Efma-ში გაწევრიანებულია 3 300-ზე მეტი კომპანია, 130 ქვეყნიდან. რაც შეეხება SAP-ს, ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიაა. დაჯილდოების ცერემონია მილანში, მცირე და საშუალო ბიზნესის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
(R)
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)