16:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 18:30:56, 2588 ნახვა

მსოფლიო
ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მურაბაკი 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაყენებული პრეზიდენტი კაიროში მდებარე, სამხედრო ჰოსპიტალში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იხდიდა სასჯელს. სასამართლო სხდომაზე ის ვერტმფრენით გადმოჰყავდათ.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მუბარაკმა ჰოსპიტალი უკვე დატოვა.

ეგვიპტის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს ასობით დემონსტრანტის მკვლელობის საქმეში გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ მუბარაქს დაახლოებით 900 მომიტინგის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 18 დღიანი საპროტესტო აქციები 2011 წლის 11 თებერვალს დასრულდა, როდესაც მუბარაკი თანამდებობიდან გადადგა. 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სისხლის სამართლის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics