02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:47:37, 1460 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 3 აპრილიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ

3 აპრილიდან, დედაქალაქში, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. 
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“  სათაო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს. 

მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებს დაესწრებიან.

პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics