|
2017-03-23 12:27:05, 1884 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: 27-28 მარტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 27-28 მარტს დედაქალაქში, ვიზალიბერალზიაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები გაიმართება. ნარმანიას თქმით, ღონისძიებათა პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. "28 მარტიდან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ჩატარდება როგორც 27, ასევე 28 მარტს. 27 მარტს "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე, ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. ევროპა ქუჩაზე ელოდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რაც გულისხმობს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებას. ხოლო 28 მარტს ევროპის მოედანზე ჩატარდება გალა კონცერტი, სადაც ძალიან საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი. ასე რომ 27-28 მარტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ თითოეულ თქვენგანს. როგორც 27, ასევე 28 მარტის ღონისძიებების ძირითადი მონაწილეები ცნობილია. შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. იქნება როგორც სხვადასხვა ევროპული ტიპის ღონისძიება, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები. ეს პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)