|
2017-03-23 10:45:56, 1762 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა შსს-ს დაავალა, გზის გახსნამდე, მოსახლეობისთვის ომალოში კვირაში ერთხელ ფრენა განხორციელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს დაავალა, თოვლის გამო, სანამ გზა გაიხსნება, ომალოში კვირაში ერთხელ ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით, რათა იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. „რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მესაზღვრის დღე. მესაზღვრეები არიან ადამიანები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიას ემსახურებიან და ემსახურებიან საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სამსახური. ომალოს სასაზღვრო პუნქტზე გახლდით. მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, ეს შენიშვნა არ არის. კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით. მინდა, აუცილებლად კვირაში ერთი ფრენა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები. ეს შესაძლებელია. ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინდა დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს სხვადასხვა მოთხოვნილება დაუკმაყოფილდეთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს",- განაცხადა პრემიერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)