|
2017-03-22 21:32:52, 2516 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელია
ლონდონში თავდასხმის შედეგად დაშავებული 2 პირი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ექიმის თქმით, გარდაცვლილს მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში 20-მდე დაშავებულია გადაყვანილი, თუმცა ექიმები მათ კონკრეტულ რაოდენობას არ ასახელებენ. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი პოლიციელია, რომელსაც პარლამენტის შენობასთან შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. მას ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შეგახსენებთ, დღეს ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)