|
2017-03-22 17:42:18, 2040 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია ანა დოლიძეს: დაფიქრდით, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ის პირადადაა შეურაცხყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტონით და დამოკიდებულებით პარლამენტისადმი. როგორც ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტს უნდობლობას უცხადებენ. მისივე თქმით, ძალიან სახიფათოა ის ჩანაწერები, რომელიც პრეზიდენტმა შენიშვნების სახით პარლამენტს გაუგზავნა: „მე ვარ პირადად შეურაცხყოფილი, ადამიანი, რომელიც ვარ უკვე მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მართალია, პირველი მოწვევის პარლამენტში ჩემივე სურვილით და პროტესტის ნიშნად არ შემოვედი), მე-3 მოწვევის პარლამენტს ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ინსტიტუციურად არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ამ ტონით ელაპარაკებოდე პარლამენტს. პირველ რიგში დააკვირდით, თქვენს შენიშვნებში რა წერია. არვიცი, ვინ დაწერა ეს შენიშვნები და ვინც არ უნდა იყოს მისი დამწერი, ხელმომწერია საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ ეუბნებით საქართველოს პარლამენტს, რომ არ ენდობით მას, ესაა პირდაპირ ჩაწერილი თქვენი შენიშვნების მე-17 გვერდზე, სადაც ამბობთ, რომ იმ კომისიას, რომელმაც უნდა აირჩიოს ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი, არ მიიჩნევს სათანადოდ პრეზიდენტი იმიტომ, რომ კომისია საპარლამენტო უმრავლესობის ნების გარეშე, ვერ მიიღებს თურმე გადაწყვეტილებას. ეს რას ნიშნავს?! გაყევით ამ ლოგიკას. თუ თქვენ სხვა სიტყვები ვერ იპოვეთ კომისიის ლეგიტიმურობის, ან მეტი დემოკრატიულობის, ან სხვა რომელიმე პრინციპის მოსაშველიებლად, ეს სხვა ტიპის პრობლემაა, მაგრამ თქვენ ამით ამბობთ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, ეს პარლამენტი იღებს ქვეყანაში კანონებს, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეუბნებით, რომ არ ენდობით. თუ თქვენ ამ პარლამენტის უმრავლესობის ნებით გამოხატულ კომისიას, სადაც ასევე სასამართლო ხელისუფლებაა, სადაც მთავრობაა, სადაც სახალხო დამცველია, ანუ ხელისუფლების სამი შტოა, ხელისუფლების სამ შტოს გარეთ მყოფი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, და ეუბნებით, რომ კომისია მაინც საპარლამენტო უმრავლესობის ნებას დაექვემდებარება იმიტომ, რომ იქ სამი კომიტეტის თავმჯდომარეა, ეს არის ძალიან სახიფათო ფორმულირება პარლამენტის მიმართ, ეს არის ძალიან სახიფათო დამოკიდებულება ინსტიტუტების მიმართ. როდესაც თქვენი წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ, ძალიან გთხოვთ, თავად დაფიქრდეთ, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს და თქვენი (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს მიმართავს) ბოლო წინადადებაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, როდესაც ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მიგვითითებთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)