|
2017-03-22 13:03:50, 2193 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო არა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაადო. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს შეესაბამება, ამიტომ, პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა. „ეს არის ახალი კანონი, სადაც ბალანსი არის მოძებნილი მოცემულ დროს, კონტექსტსა და სივრცეში. ეს არის ბალანსი ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის. ახალ კანონში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გადაეცემა ახალ ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს გამოძიების უშუალო ინტერესი. ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები ძლიერია და შეესებამება იმ მოთხოვნებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, მეტი მოითხოვონ და კრიტიკულად შეხედონ საკითხებს, მაგრამ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანაა. „დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია აღმასრულებელ ფუნქციად ითვლება და აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ამიტომ, პასუხისმგებლობა გვეკუთვნის ჩვენ და მივიღეთ კიდეც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავუმკლავდეთ ტერორიზმის რისკებს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს ვეტო გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს დაადო. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 23 თებერვალს მიიღეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)