|
2017-03-21 16:28:29, 3425 ნახვა
საზოგადოება კომენტარი Lifestyle
კალაძე ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის - გისურვებთ მაღალ სტანდარტს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც კალაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე ხელისუფლების მუშაობის ხარისხია დამოკიდებული. "ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის "ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეულ სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად. ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა , გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში!", - წერს კალაძის. ცნობისთვის, დღეს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიული დღე აღინიშნება.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)