|
2017-03-21 13:34:54, 2031 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის დავეხმარები გაძლიერებაში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ყოველთვის დაეხმარება მედიას გაძლიერებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულების პროცესში. „დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ, მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას - იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება დაკიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურცხოვრებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)