|
2017-03-21 13:35:50, 1919 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო, რის შემდეგაც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ვეტოდადებულ კანონპროექტს კენჭი უყარეს. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი მხოლოდ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დაუჭირა. „ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაგვარწმუნებდა. ყველაფერი მიდის ნდობა არ ნდობის საკითხთან. ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ. ცნობისთივს, ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)