2015-04-04 13:22:01, 409 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ექს-პრემიერს 2012 წლის წინასაარჩევნო დანაპირები შეახსენეს და ხეებზე ფურცლები გააკრეს, რომელზეც ქართული ოცნების“ დაპირებები ეწერა.
„ეს არის იმ პერმანენტული აქციების ნაწილი, რომელიც დაანონსა“ ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებას, მთავრობას, შევუქმნიდით დისკომფორტს და მოვთხოვდით იმ დანაპირების შესრულებას, რასაც საზოგადოებას წინაასრჩევნოდ დაპირდნენ 2012 წელს“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ონიანმა.
ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დედაქალაქის სხვა უბნებშიც გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან