|
2017-03-20 15:37:00, 996 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ თანამედროვე საკვლევი ლაბორატორია დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალი საკვები ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიაში შეძენილია თანამედროვე ტიპის სხვადასხვა დანიშნულების საკვლევი აპარატურა გაზის ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრით, სამმაგი კვადრუპოლის ტიპის (GC-MS/MS), რომელიც სასურსათო პროდუქტებში და სასმელ წყალში პესტიციდების ნარჩენი აქტივობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დანადგარებით, შესაძლებელია სასურსათო პროდუქტში, სარგავ-სათესლე მასალაში და ცხოველთა საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის განსაზღვრა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიგნოსტიკა. ახალი აპარატურა ხელს შეუწყობს ადამიანის საკვები პროდუქტების კვლევას, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას, ქართული წარმოების პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდას. ცნობისთვის, „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 924 000 ლარით დაფინანსდა. სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის" საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაიარა და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. ასევე სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს" მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)