22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-19 12:22:59, 1369 ნახვა

საზოგადოება
ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფეიქრების ქუჩაზე  გზის 2.3-კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო  სამუშაოებს  თბილისის მერი დავით  ნარმანია  ვიცე-მერ  ლაშა აბაშიძესთან და  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. 

„ფეიქრების ქუჩაზე გზა ძალიან იყო დაზიანებული, რის გამოც მისი კაპიტალური შეკეთების გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუჩაზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და, ასევე, ეწყობა ტროტუარები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა გამოცვალა, ჩვენ  ვაკეთებთ სანიაღვრე ქსელს, რომლის შემდეგაც დაიგება გზის საფარი. მოწესრიგებული ტროტუარი მოქალაქეებს ფეხით თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მათივე ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები  მიმდინარე წლის 6 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი დასრულებულია. 
რეაბილიტაციის ფარგლებში გზის 1.4-კილომეტრიან მონაკვეთში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის  ორფენიანი საფარი.  ტროტუარები   ბაზალტის  ბორდიურებით მოეწყობა. 

გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 815 000 ლარი. სამუშაოები ივლისში დასრულდება.

(NS) 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics