22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 11:36:23, 1270 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა - ანგარი გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, შენობა 981 კვ.მ ფართზეა განთავსებული და სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს.

მერაბ მალანიამ და ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის სახანძრო სამსახურის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა გადასცეს. მეხანძრე–მაშველებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.

ცნობისთვის, გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასაწყობე შენობა ქუთაისშიც გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველა დანაყოფს ამარაგებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics