21:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 15:16:43, 1272 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

 თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის N55-სა და გვეტაძის ქუჩაზე  მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე  ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

 მათივე ცნობით, ცაბაძისა და წყალტუბოს ქუჩებზე,  ასევე წერეთლის გამზირზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც  დეკორატიული ფილები მოეწყობა, შეიცვლება  სანაგვე ურნები და სკამები. გარდა ამისა, სკვერებში გაკეთდება საბავშვო მოედნები და  დამონტაჟდება ახალი  ატრაქციონები. 

 საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, სკვერებში სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგვება.

 რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის  გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და  საქართველოს პარლამენტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაეცნენ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics