|
2017-03-17 12:36:54, 2238 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სიიარტო: ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებას - მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის ექსკლუზიურად გამოყო. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ შეხვედრაზე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებაზე იმსჯელეს. "დღეს ჩვენ შევთანხმდით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო ექსკლუზიურად უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის გამოყო. ჩვენ ვთანამშრომლობთ აგროკულტურის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საგანმანათლებლო გრანტებით ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს, მათ შორის მოხარულები ვართ ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატებით. ჩვენ ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებასაც და ეს არაერთხელ აგვიღნიშნავს", - აღნიშნა პიტერ სიიარტომ. პიტერ სიიარტო საქართვლოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, , ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 13 ივნისს დაზარალებულ მოსახლეობას უნგრეთის მთავრობა 32 000 ევროს გამოუყოფს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)