|
2017-03-17 10:38:11, 2608 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია
„თიბისი ბანკი“ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის" მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის მემორანდუმი „თიბისი ბანკსა“ და „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს" შორის უკვე გაფორმდა. ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. „ლეონარდო და ვინჩის" მიზანია ზოგად-საგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა და გამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ. „თიბისი ბანკი“ კონკურს „ლეონარდო და ვინჩის" მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა 2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://rustaveli.org.ge
(R)
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)