|
2017-03-16 23:43:41, 2027 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი ბათუმის მოვლენებზე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ბათუმის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რადგან ერთადერთი პოლიტიკური პარტია გამოიკვეთა, რომელიც სოლიდარული იყო მოძალადეების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა. მან ბათუმის აქციის დაშლას „ჰუმანური ფორმით ჩატარებულ ოპერაცია“ უწოდა. მისივე თქმით „მოიტანეთ 6 შუქნიშნის და 3 მაღაზიის ვიტრინის გარდა და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის აქტები“. დეპუტატმა დაამატა, რომ „ფაქტის გაზვიადებაა“, როდესაც მრავლობით რიცხვში ამბობენ, „ბათუმის მთელი ქუჩები ცეცხლში იწვოდა.“ ქუცნაშვილის განმარტებით, მოვლენები მხოლოდ პოლიციის შენობის გარშემო ვითარდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)