21:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 23:37:54, 1338 ნახვა

საზოგადოება
მენაბდე: გვაქვს ვარიანტი, რომლითაც პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები შეუმცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში გაეზრდება

პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხზე ძალიან მწვავე დისკუსიები გაიმართა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მენაბდემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა აღნიშნული სამსახურების კონსტიტუციონალიზაციაზე და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდაზე.

"საბოლოოდ ჩვენ გვაქვს ვარიანტი, რომლითაც გარკვეული უფლებამოსილებები პრეზიდენტს შეუმცირდება, თუმცა უფლებამოსილებები, რომელიც დაკავშირებულია შეწყალებასთან, თანამდებობებზე გამწესებასთან შენარჩუნებულია და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდოს. მაგალითად, საუბარი იყო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე და ანტიმონოპოლიურ სამსახურზე, რომლის კონსტიტუციონალიზაცია შეიძლება მოხდეს და ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია ვერსია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი წარადგენს მათ ხელმძღვანელებს. დღევანდელი განხილვის დროს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებები არ დაფიქსირებულა, თუმცა მხარდამჭერი მოსაზრებები მე მოვისმინე. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხს პერსპექტივა აქვს და ეს იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდა კომპლექტაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics