|
2017-03-16 18:52:19, 1924 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბუიარ ნიშანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნიშანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ალბანეთის მხარემ ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზეც ისაუბრეს და ყურადღება ალბანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებაზე გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა ალბანეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)