|
2017-03-16 15:42:07, 1659 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება. მხარეებმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით. საქართველო წარმოადგენს, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელს, ასევვე საიმედო გამტარს. საუბარი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელებას რომელიც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზეც გაამახვილეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა. საუბარი შეეხო ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე გაეროს რეზოლუციის ყოველწლიური მხარდაჭერისთვის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება - გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)