|
2017-03-16 15:31:12, 1418 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძის შეფასებით, მის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიისთვის მის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება. კერძოდ, ხმალაძის განმარტებით, ეს წესი გულისხმობს-პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2023 წლიდან; პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან, 150 დელეგატისაგან და რომლებსაც აირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები, საკრებულოთა გაერთიანებები, იმ პროპორციით, როგორო პროპორციითაც იქნებიან ამ საკრებულოებში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. „შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისა და საკრებულოთა არჩევნები სხვადასხვა დროს ტარდება, პროპორცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, პარლამენტსა და საკრებულოებში შეიძლება, და მაღალი ალბათობით ასეც იქნება, იყოს ფრიად განსხვავებული ერთი მეორისგან. ამდენად სურათი ამრჩევთა იქნება უფრო გაწონასწორებული და მათი რაოდენობა იქნება უფრო მეტი. და შესაბამისად ლეგიტიმაციის ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. ამაზე კენჭისყრა არ გამართულა, მაგრამ კომისიის სამუშაო ჯგუფის არაერთმა წევრმა მიიჩნია ეს წინადადება მისაღებად, დანარჩენი ვნახო, როგორ იქნება, მინიმუმ ალტერნატივის სახით იქნება ეს წარმოდგენილი, იმის ალტერნატივისა, რაც დღეს გვაქვს",-აღნიშნა ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)