|
2017-03-16 12:40:04, 2066 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი ბათუმის მოვლენებზე: პრემიერი დაკვეთას აძლევს ორგანოებს, რომლებმაც გამოძიება უნდა ჩაატარონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერი-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში მომხდარი ყველა მოვლენა ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმისა და მისი შევიწროვების მიზნით გამოიყენოს. „ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, იმავე ღამეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს გამოძიება და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც არსებობს ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ის რომ პრემიერი კამერების და მთელი საზოგადოების თვალწინ დაკვეთას აძლევს იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოძიება და პირდაპირ მიანიშნებს თუ სად უნდა გავიდეს გამოძიების შედეგები, ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლოა, არ არსებობს არანაირი სანდო, დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება ყველა მოვლენას გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმისა და შევიწროვების მიზნით. რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც ერთადერთი ქმედითი ოპოზიციური ძალაა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)