21:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 11:59:19, 1649 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გმობს.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აშშ-ის დეპარტამენტში მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

"რუსეთის ფედერაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს. რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვედანაყოფები აქვს განლაგებული. ამერიკის შეერტებული შტატები და სხვა ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია საკმაოდ ნათელია - ორივე ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics