|
2017-03-15 17:03:20, 2118 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები ვფიქრობ, ნორმალურია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელზე გასხვისების საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კომისიის ზოგიერთი წევრი ფიქრობს, რომ კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა, ზოგიერთი წევრი კი პირიქით მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციის დონეზე არ უნდა აიკრძალოს. ასევე, არიან წევრები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ანალოგიურად ფიქრობს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ მიწის გასხვისების შეზღუდვების საფუძვლები კონსტიტუციაში არ უნდა იყოს გაწერილი. ჩუგოშვილის განმარტებით, ეს კონკრეტულ კანონზე მუშაობის საგანია. „ვფიქრობ ზოგადად, ის პოზიცია, რომ გარკვეული შეზღდუდვები სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაწესდეს, არის ნორმალური. ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული. მე მგონი კომისია ამაზე თანხმდება, რამდენად მძიმე იქნება შზღუდვები და ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ამ საკითხზე მიბრუნება მოგვიწევს“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)