|
2017-03-14 17:06:03, 1893 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი ბათუმის მოვლენებზე: დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, პარტიას იმედი არ აქვს, რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება. როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური გამოძიება არის ყველაზე კარგი პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. "იმ პრაქტიკებიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანაში მსგავსი მოვლენების გამოძიებებთან დაკავშირებით არსებობს, დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართება, თუ ვინ იყო ორგანიზატორი, რა ხდებოდა და ვის აინტერესებდა. თუკი გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ვანდალიზმის სათავეში იყვნენ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა. აღნიშნულს იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს, მათ შორის პოლიციის. დაკავებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)