|
2017-03-14 15:36:44, 2044 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა ბათუმის ინციდენტზე: გამოძიებამდე რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება
„გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მანამდე ჩვენ მიერ რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები იმის დასტურია, რომ მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერი სახის კონფლიქტი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. „გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, ეს არის მთავარი. მანამდე ჩვენს მიერ რაიმე სახის დასკვნების გაკეთება ვინ იდგა ამის უკან, იქნება არასწორი. მეორე მხრივ, პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ეჭვი, ეს ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები და ის კონფლიქტი, რომელიც იქ შეიქმნა, იქნა გამოყენებული და ამის დასტურია, „ნაციონლური მოძრაობის“ წევრების განცხადებები შემდგომ დღეებში. ეს იმის დასტურია, რომ მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერი სახის კონფლიქტი გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. თავის პოლიტიკურ მიზნებს აყენებენ უფრო წინ, ვიდრე ქვეყნის, ან რომელიმე რეგიონის სიმშვიდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)