15:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:24:41, 2339 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც „JP Morgan“-ის, „Spinnaker“-ის, „BNP IP“-ის, „Bank of America Merril Lynch“-ის, „Danske Capital”-ის და “T.Rowe Price”-ის წარმომადგენლები იყვნენ. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, ფისკალურ სტაბილურობაზე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ვრცლად ისაუბრა, რომელიც მიმართულია ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზე, ახალი პროგრამის დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი კორპორაციების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. აღინიშნა, რომ ისინი უკვე ფლობენ საქართველოს ფასიან ქაღალდებს - ევრობონდებს. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრით. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics