|
2017-03-13 18:46:29, 1203 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პრეზიდენტი“ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი დე ფაქტო პარლამენტის წევრი გახდა, - ამის შესახებ apsnypress იუწყება. მედიის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო. ის კენჭს გუდაუთის ოლქიდან იყრიდა. აფხაზეთის "პარალამენტის არჩევნები" 12 მარტს ჩატარდა. 35 "სადეპუტატო მანდატისთვის" 135 ადამიანი იბრძოდა. პირველ ტურში 12 ე.წ დეპუტატი აირჩიეს, 22 ოლქში მეორე ტური, ხოლო ერთ ოლქში - "არჩევნები" განმეორებით ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი "პრეზიდენტის" პოსტიდან ვადაზე ადრე, 2014 წლის 1 ივნისს, ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გადადგა. ოპონენტები მას ქართული მოსახლეობისთვის პასპორტების უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებდნენ. მისი გადადგომის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. 12 თებერვალს ის აფხაზეთში პირველად დაბრუნდა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის, ხოლო "დეპუტატობის" კანდიდატად 19 თებერვალს დარეგისტრირდა. ცნობისთვის, აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)