|
2017-03-13 16:01:22, 3046 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს MasterCard -ის World Elite ბარათს სთავაზობს
საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი მომხმარებელს MasterCard -ის პრემიალურ ბარათს World Elite-ს სთავაზობს. World Elite ელიტური საბანკო ბარათია, მის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს მრავალი სერვისითა და პრივილეგიით. ვითიბი ბანკი WORLD ELITE MASTERCARD -ს პრემიუმ მომსახურების ფარგლებში სთავაზობს. აღნიშნული ბარათი ითვალისწინებს შემდეგ ფინანსურ პრივილეგიებს: მულტისავალუტო ანგარიშს ხუთ ვალუტაში, მაღალ სარგებელს ბარათზე არსებულ დადებით ნაშთზე, განაღდების და ხარჯვის მაღალ ლიმიტებს, უფასო (საკომისიოს გარეშე) განაღდება მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში. ფინანსურ პრივილეგიებთან ერთად World Elite-ის მფლობელები ისარგებლებენ კომპანია MasterCard -ის და ვითიბი ბანკის ექსკლუზიური მომსახურების პაკეტით, რომელიც ითვალისწინებს: LOUNGE KEY-ს პროგრამის ავტომატურ წევრობას, რაც მსოფლიოს აეროპორტების 500-ზე მეტ ვიპ ზონაში შესვლის შესაძლებლობა გულისხმობს; კონსიერჟის მომსახურებას 24/7; უფასოდ შესვლას თბილისის, ბათუმის, კიევის, ვენის, პრაღის, ბუდაპეშტის, მოსკოვის და ბუხარესტის აეროპორტების ბიზნეს დარბაზებში; ფასდაკლებებს და პრივილეგიებს საქართველოში და საზღვარგარეთ სასტუმროებში, სავაჭრო ობიექტებში, ავტომობილის გაქირავების ცენტრებში და სხვა. ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: მოხარულები ვართ საქართველოს ბაზარზე პირველებმა წარვადგინოთ პრემიალური ბარათი WORLD ELITE MASTERCARD, ამ ბარათის შესაძლებლობები ჩვენი კლიენტების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამის გარდა ბარათის მფლობელები ისარგებლებენ პრემიალური პროგრამებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანი იყო შეგვეთავაზებინა ბარათი, რომელიც მათ მფლობელებს მოქმედების მაქსიმალურ თავისუფლებასა და კომფორტს მიანიჭებს.
(R)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)