|
2017-03-13 15:19:04, 1898 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან ვარშალომიძე: ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ვარშალომიძე ბათუმში, მიმდინარე წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და მასზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს: „ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპონტანური აქცია არ გამოუწვევია საპატრულო პოლიციის მიერ, იმ კონკრეტულ დღეს დაწერილ ჯარიმას. ეს ჯარიმა იყო ბოლო წვეთი იმ უსამართლობისა, ნეპოტიზმისა, კორუფციისა დ მძიმე სოციაულური ფონისა, რაც დაგროვდა ბოლო 5წლის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები გამოსულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, რომელიც 10 საათის განმავლობაში მართავდა მშვიდობიან აქციას, ხელისუფლება ჩადგა სირაქლემას პოზიცაში და საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე განაცხადა უარი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა დაპირებები, გაეთავისუფლებინა აქციის დროს დაკავებული 6 პირი, ეს დაპირება მისცა შსს-ს მინისტრის პირველმა მაოდგილემ, მან აქციის მონაწილეები დარბია სპეცრაზმის მეშვეობით. ამის შემდეგ გამოჩნდა გარკვეული ჯგუფი სუს-ის მიერ მართული, რომელმაც დაიწყო ძალადობა სპეცრაზმზე, რასაც შემდგომში მოჰყვა ვანდალური ფაქტები. ამ დროსაც ხელისუფლებამ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა, ნაცვლად იმისა, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ვანდალიზმისა და დანაშაულის აღსაკვეთად, მშვიდად უყურებდა, თუ როგორ ნადგურდებოდა ბათუმის ქუჩები. ეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შემდგომ გადაებრალებინა პოლიტიკური ოპონენტებისთვის“,-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)