|
2017-03-11 17:59:43, 2261 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ „რუსთავი 2“ ფინანსურად მოახრჩოს
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გია ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "რუსთავი 2" იმ ყადაღის გამოყენებით, რომელიც სასამართლოს აქვს მიღებული, ფინანსურად მოახრჩოს. როგორც ბარამიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მმართველ გუნდს აქვს უამრავი ბერკეტი, არა მხოლოდ პოლიციაზე და ეკონომიკურ სუბიექტებზე, არამედ სასამართლოზეც. „ისინი სასამართლოს ყიდულობენ, ქრთამით, არა თავისი ჯიბიდან არამედ თავხედურად, ხალხის მიერ შეკრებილი მერიის ბიუჯეტიდან. შესაბამისად მათგან სამწუხაროდ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, დღეს კი არის ერთი სასიხალური ეპიზოდი იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში გააჩერა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. მთავარი პრობლემა არის ივანიშვილის უკანონო და არაფორმალური მმართველობა, რომელმაც ქვეყანა თავის შპს-დ გადააქცია, როდესაც მას ჯიბეში საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, სუს-ი, პოლიცია და პროკურატურა უდევს. ის არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და სრულიად გათავხედებულია. ეს არის მთავარი პრობლემა, ამას უნდა მივხედოთ, ამიტომ საზოგადოებას მართებს კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ ჩვენ ეს პრობლემა თავიდან მოვიცილოთ, რათა საქართველოს კვლავ მიეცეს საშუალება ნორმალური, თავისუფალი განვითარების გზა გააგრძელებს", - აღნიშნა გია ბარამიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)