|
2017-03-11 12:17:34, 2214 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დავით ნარმანია: კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით
თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებულ მოსახლეობას დედაქალაქის მერია მაქსიმალურად დაეხმარება. თბილისის მერის თქმით, სახლის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. ასევე, ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თბილისის მერია დროებით ბინის ქირას გადაუხდის. „წუხელ მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად, ვიმყოფებოდით ადგილზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამით მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)