14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 17:28:04, 2467 ნახვა

ეკონომიკა
აბაშიშვილი: ყველამ, ვინც სებ-ის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყველამ ვინც პრეზიდენტის ვეტო სებ-ის კანონთან დაკავშირებით დაძლია, პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს.

აბაშიშვილის თქმით, ვეტოს დაძლევამ ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანა მიაყენა.

"კანონპროექტი, რომელსაც დღეს იხილავს საქართველოს პარლამენტი არის პრაქტიკულად იგივე კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა მოტივირებული შენიშვნების სახით. პრეზიდენტმა არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, თუმცა მაშინ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დაიძლია ვეტო. მიგვაჩნია, რომ მაშინ ეროვნული ბანკის კანონის შესახებ ვეტოს დაძლევის გამო ქვეყანას მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური ზიანი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც წელიწადნახევრის წინ მიიღო მონაწილეობა პრეზიდნტის ვეტოს დაძლევაში, უნდა აგონ პოლიტიკური პასუხი", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 2015 წლის 3 სექტემბერს დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას პატივს სცემს და კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა დასძინა, რომ მან და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა აღნიშნული კანონი არ მიეღოთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics