|
2017-03-10 12:53:33, 2264 ნახვა
სამართალი
უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს დიდი ოდენობით ქონების მითვისებას ედავება
უკრაინის პროკურატურამ გვიან ღამით საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს თეიმურაზ ნიშნიანიძეს დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა და დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ Arena Press-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს ეხება. ნიშნიანიძის ინფორმაციით, პროკურატურა დაპატიმრებას ან გირაოს ითხოვს. "ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციამ ვითომ და ნიშნით, რომ დავარღვიე საგზაო მოძრაობა, შემაჩერა. როგორც კი გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, უშიშროების სამსახურის და გენერალურის პროკურატურის წარმომადგენლები დამხვდნენ. მითხრეს, რომ კონსულად მუშაობის პერიოდში , ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომლის ძიება დახურულად მიმდინარეობს უკვე 8 თვის განმავლობაში, მე მედება ბრალად. არც ერთი მასალა, საქმეში არსებული ჩემთვის უცნობია. ეს არის დისკრედიტაცია ჩემი და იმ გუნდის რომელთანაც ვასოცირდები. მე რომ დამალვა მდომებოდა, საქართველოში აბსოლუტურად მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძობდი თავს. შეგნებულად ჩამოვედი და არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ნიშნიანიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას. ყოფილი გენერალური კონსული დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, სასამართლო პროცესიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს არის ჩანიშნული. ცნობისთვის, 2016 წლის 26 მაისს თემურ ნიშნიანიძის სახლსა და ოფისში მთავარმა პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. როგორც მაშინ პროკურატურაში აცხადებდნენ ჩხრეკა საქველმოქმედო ფონდ "ოდესისთვის" საქმიანობას უკავშირდებოდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ყოფილი კონსული ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და შესაძლოა პროკურატურა მისი საქმიანობით, სწორედ ამის გამო ინტერესდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)