|
2017-03-10 11:24:21, 2151 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას არ ემსახურებოდა
„ჩემი ვიზიტი სტრასბურგში კონკრეტული საქმის განხილვას არ ემსახურებოდა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იყო თუ არა უშედეგო მისი ვიზიტი სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირები, რომლებსაც ევროსაბჭოში შეხვდა, უფლებამოსილი არ არიან კონკრეტული საქმე განიხილონ. „მე ვნახე რომ გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც საუბრობდნენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას, კარგად მოეხსენებათ, რომ ყველა ის პირი, რომელსაც მე შევხვდი ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე“, - აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის უფლებამოსილი, კონკრეტულ საქმესთან დაკვშირებით ისაუბროს. „ამას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ საქმესთან დაკავშირებით გაუგებარია“, - განაცხადა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა: „საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ევროპის საბჭოსთან წარმართოს მუშაობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და ტრანსფარანტული თანამშრომლობა, ვთანამშრომლობთ დემოკრატიულ რეფორმებთან მიმართებაში. ეს თანამშრომლობა წლებია წარმატებით ხორციელდება. საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ამ კუთხით. ადამიანის უფლებები საქართველოში ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ შორის მედია გარემოს შესახებ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)