|
2017-03-09 14:34:15, 2518 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან, თუნდაც საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, „ოცნებისთვის“ მიუღებელია
,,ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. როგორც აბესაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტის ჩართულობას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პრეზიდენტს უფლებები შეუკვეცოს. „უნდა მიესალმებოდეს იმ ფართო დისკუსიას, რომლის მასპინძლადაც ამ შემთხვევაში გვევლინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს მიზნები, არა საზოგადოების ინტერესები, არამედ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან - ყველა სახელმწიფო შტო და სახელმწიფო პირი ემორჩილებოდეს მას. დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან თუნდაც საკონტიტუციო საკითხებზე მსჯელობა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა. მან პრეზიდენტს, მოუწოდა, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)