|
2017-03-09 07:55:23, 1905 ნახვა
კომენტარი
პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ღირსეულად ვატაროთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცა და მოუწოდა აღნიშნულ მიღწევას გაუფრთხილდნენ. "ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვადა, რაც მოცემულია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გუშინ გამოქვეყნდა.საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი 1 მარტს მოეწერა, ხოლო 8 მარტიდან - ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ის ამოქმედდება. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)