|
2017-03-08 11:25:25, 3056 ნახვა
მსოფლიო
Wikileaks-ი ფარული მიყურადების შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
Wikileaks-ი ფარული მიყურადების შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამჯერად ორგანიზაციის სამიზნე, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო გახდა. როგორც Wikileaks-ში აცხადებენ, ისინი ათასობით დოკუმენტს გაასაჯაროვებენ, რომლებიც დაზვერვის სააგენტოს მიერ ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის საშუალებით მასობრივ თვალთვალს ადასტურებს. გამოქვეყნებული დოკუმენტების პირველი ნაწილის თანახმად, ცენტრალური სადაზვერო უწყება კომპიუტერული ვირუსების საშუალებით, Windows, Android, iOS, OSX, Linux-სა და „ინტერნეტ როუტერების” ოპერაციულ სისტემებში აღწევს. ეს ვირუსები ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან, სამსუნგის ე.წ სმარტ ტელევიზორებისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა, რომელიც გამორთულ რეჟიმში ოთახში მიმდინარე საუბარს იწერს, ჩართვის შემდეგ კი Wifi-ის მეშვეობით, მათ დაზვერვის სერვერებზე აგზავნის. iPhone-სა და iPad-სთვის საგანგებო განყოფილებაც კი შეიქმნა, რომელიც ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენას, მოწყობილობის ვიდეოკამერისა და მიკროფონის გააქტიურებასა და მიმოწერასთან წვდომას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, დაზერვას Whatsapp და სხვა პროგრამების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის წაკითხვის საშუალება აქვს. მედიის ცნობით, Wikileaks-ი მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნებას ეტაპობრივად გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)